[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სხვა / განცხადება

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული. ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს.

თვეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული კანონით პუტინის წესების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება. 11 მაისის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იაზრებს ამ კანონის მზაკვრულ მიზნებს, არ ეპუება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს მოსახლეობა და ურყევად იცავს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეისმინეთ ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების ხმა. ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს!

კი ევროპას!

არა რუსულ კანონს!

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ა(ა)იპ "ტოლერანტობის სამყარო"
  2. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
  3. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  4. ასოციაცია მერკური
  5. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  6. განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
  7. გერგარტი
  8. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  9. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  10. დემოკრატიის ინსტიტუტი
  11. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  12. დემოკრატიის მცველები
  13. ევროპის ფონდი
  14. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  15. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  16. ვი2თექ ჯორჯია
  17. ზ/სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
  18. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  19. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  20. თბილისი პრაიდი
  21. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  22. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  23. ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა
  24. კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია
  25. კავკასუს პრინციპიუმი
  26. კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისათვის
  27. კომლი
  28. ლომეკი
  29. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
  30. მედია აპრილი
  31. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  32. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  33. მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო”
  34. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
  35. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  36. მშობლები განათლებისთვის
  37. მწვანე ალტერნატივა
  38. მწვანე სექტორი
  39. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  40. ნეო ტვ
  41. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
  42. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  43. პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის
  44. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის პსკ
  45. პლატფორმა სალამ
  46. პრევენცია პროგრესისთვის
  47. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  48. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  49. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  50. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  51. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
  52. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  53. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  54. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  55. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
  56. სამოქალაქო იდეა
  57. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  58. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  59. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  60. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  61. საორსა
  62. საფარი
  63. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  64. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  65. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  66. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  67. საქართველოს ევროპული ორბიტა
  68. საქართველოს მედია-კლუბი
  69. საქართველოს პენცენტრი
  70. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  71. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  72. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  73. საქართველოს სასოფლო დარბაზი
  74. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  75. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
  76. სახეობათა კონსერვციის ცენტრი "ნაკრესი"
  77. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  78. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  79. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  80. უფლებები საქართველო
  81. ფემეა
  82. ფემინა
  83. ფონდი აურეს
  84. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
  85. ფორსეტი
  86. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა საქართველოში Psychological Assistance Georgia
  87. ქალები საქართველოდან
  88. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  89. ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს”
  90. ქართული მედია ჯგუფი
  91. ქვემო ქართლის მედია
  92. ქვიარ ასოციაცია - თემიდა
  93. ღია სივრცე კავკასია
  94. ყვარლის ევროკლუბი
  95. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი''
  96. ჩემი იმერეთი
  97. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  98. ცოდნის კაფე
  99. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
  100. CENN
  101. GABP - საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
  102. GrlzWave
  103. Gundelik
  104. Promote Georgia

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“