სასამართლო სისტემა /
ვიდეო
როგორ მუშაობს საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა სასამართლოში
საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის დანერგვა მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღით“ განხორციელებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს.
განხორციელებულმა მონიტორინგის პროცესმა, საქმეთა განაწილების სისტემის მუშაობაში შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინა:
- ზოგიერთ სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე გამორიცხავს მთელი საქართველოს მასშტაბით საქმეთა ელექტრონული განაწილების დროს შემთხვევითობის პრინციპის დაცვას;
- სასამართლოს თავმჯდომარე კვლავ ინარჩუნებს პრობლემურ უფლებამოსილებებს, მათ შორის, მორიგეობის დადგენის, მასში ცვლილების შეტანის და მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობის განსაზღვრის უფლებებს.