[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / კვლევა

რელიგიის შესახებ სპეციალური კანონი: ინიციატივების ისტორია, პოლიტიკური კონტექსტები და კრიტიკა

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი:   თამთა მიქელაძე

გვერდების რაოდენობა:  38

გამოცემის წელი:  2020

მკვლევრები: 

თავი_2_1612368568.pdf

კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია

ბოლო წლებში საჯარო და პოლიტიკური სივრცეებში ისევ გააქტიურდა მსჯელობა რელიგიის და რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან დაკავშირებით. 2014 წლიდან აღნიშნულ ინიციატივას ღიად უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის აპარატთან მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ამ საკითხს 2018-2019 წლებში ასევე აქტიურად განიხილავდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი. უნდა ითქვას, რომ რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში 90-იანი წლებიდან დგას და სხვადასხვა პერიოდულობით არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. ყველა შემთხვევაში ამგვარი კანონის მიღების ინიციატივებს დომინანტური რელიგიური გაერთიანების ინტერესების ლობისტები და კონსერვატიული ჯგუფები აყენებდნენ და რელიგიური ორგანიზაციების იერაქიზებისა და კონტროლის ინტერესს ავლენდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ რელიგიის თავისუფლების სფეროში სპეციალური კანონის მიღება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზებისა და მცირე რელიგიური ჯგუფების დისკრიმინირების მაღალ რისკებს ქმნის, კანონზე მსჯელობას ყოველთვის მოჰყვებოდა მძაფრი კრიტიკა სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც წევრ ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და მონიტორინგის მანდატი აქვს, არ აძლევს საქართველოს ამგვარი კანონის მიღების რეკომენდაციას.

წინამდებარე დოკუმენტში შესწავლილია რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების ფონზე. ანგარიშის ეს თავი მიმოიხილავს და გაანალიზებს რელიგიის თავისუფლების და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ სპეციალურ კანონებს ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასშტაბით და მათ რელიგიის თავისუფლების საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტების ჭრილში აანალიზებს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მსგავსი კანონმდებლობის შეფასება აჩვენებს, რომ ეს კანონები ძველია და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა ამ ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს და კანონით დადგენილი მოძველებული მიდგომები პრაქტიკაში აღარ გამოიყენება. ამ ფონზე კიდევ უფრო აშკარაა, რომ არსებულ სამართლებრივ, პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღება საქართველოში არ არის მიზანშეწონილი.

დოკუმენტი ეფუძნება სხვა ქვეყნების გამოცდილებების და საერთაშორისო სტანდარტების კვლევას, რელიგიის თავისუფლების საკითხებზე რელევანტური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების შეფასებებს და ასევე, ექსპერტებისა და თეოლოგების კვლევისას ჩაწერილ მოსაზრებებს.

თავი_2_1612368568.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“