რატომ არის აუცილებელი რეფორმები პროკურატურის სისტემაში?
- გენერალური პროკურორის არჩევის წესი არ არის საკმარისად დემოკრატიული;
- საპროკურორო საბჭო არ არის საკმარისად დამოუკიდებელი;
- საბჭოს როლი სისტემაში ფორმალურია;
- გენერალური პროკურორის უფლებამოსილებები დაუბალანსებელია;
არსებულ ვითარებაში პროკურატურა დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს, მაღალია მასზე მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენა.