[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ვიდეო / ანალიტიკა

რატომ არ ნიშნავს გამამართლებელი განაჩენების ზრდა სასამართლო დამოუკიდებლობას?

ხელისუფლება მუდმივად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ქართული სასამართლო დამოუკიდებელია და ამის საილუსტრაციოდ, ხშირად მიუთითებს, რომ წლიდან წლამდე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იზრდება.

2012 წლიდან ნამდვილად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თუმცა, სინამდვილეში, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

ამის საილუსტრაციოდ, ვიდეოში დაგისახელებთ რამდენიმე არგუმენტს და აგიხსნით, რატომ არ აქვს არანაირი კავშირი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდას სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და რომ, რეალურად, ამ სტატისტიკით ხელისუფლება ცდილობს სისტემის დამოუკიდებლობის ილუზია შეგვიქმნას.

ვიდეოში, გურო იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, ისაუბრებს ამ არგუმენტებზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“