საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება გუშინ მედიაში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათ მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, უზრუნველყოს აღნიშნული შემთხვევების დროული და ეფექტიანი გამოძიება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემურად იზრუნოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემის მოგვარებაზე.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გუშინ, 17 ივლისს, ორმა მოქალაქემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტები, სადაც საუბრობდნენ პოლიციის მხრიდან მათი უფლებების უკანონოდ შეზღუდვასა და ძალის გადამეტებაზე. საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევა უკავშირდება პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობას, რა დროსაც სამართალდამცავები პროაქტიულად ახორციელებენ კანონით მინიჭებულ პრევენციულ უფლებამოსილებებს. მოქალაქეები საუბრობენ პოლიციის მხრიდან არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ კომუნიკაციაზე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უსაფუძვლოდ შეზღუდვასა და ფიზიკური ძალის დისპროპორციულად გამოყენებაზე. მათი დაკავება მოხდა უკანონოდ, ხოლო დაკავების დროს უხეშად შეილახა განსაზღვრული გარანტირებული პროცესუალური გარანტიები.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევები არ არის ინცინდენტური ხასიათის და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ სისტემურ გამოწვევებს, რომლებიც სულ უფრო მწვავდება სამართალდამცავ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გამორჩეულად დახურული ინსტიტუციაა, ხოლო ყოველდღიურ საპოლიციო საქმიანობაზე სულ უფრო იზრდება პოლიტიკური თუ კერძო ინტერესების გავლენები. ამავდროულად, არსებითად არის გაუარესებული უწყების საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების თუ ისეთი შიდაუწყებრივი ინსტრუმენტების მოქმედების ხარისხი, როგორიცაა გენერალური ინსპექცია. საგულისხმოა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობას, ან კანონის ღიად დარღვევას პირდაპირ ახალისებს უწყების ხელმძღვანელობის თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები.
პოლიციას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდობის დაცვის კუთხით. ამ პროცესში, პირველ რიგში თავად სამართალდამცავები უნდა ქმნიდნენ კანონმორჩილების მაგალითს და ცდილობდნენ კანონის მიმართ ნდობის გაძლიერებას. კანონის ბაზისური მოთხოვნების უგულებელყოფით, მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევით და შემდეგ ამაზე არაეფექტიანი რეაგირებით კი პირიქით, ძლიერდება უნდობლობა თავად პოლიციის მიმართ. ამას კი, თავის მხრივ, უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავების მიერ დაკისრებული უფლება-მოვალეობების ეფექტიანად შესრულებაზე.
გაზრდილი საპოლიციო თვითნებობის და სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების უფლებების უსაფუძვლოდ დარღვევების ფონზე, მნიშვნელოვანია:
ინსტრუქცია