[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ვიდეო / ანალიტიკა

ნამახვანჰესის პროექტი - დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვა გრძელდება

სახელმწიფო აგრძელებს ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უკანონოდ დახურვას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს პროექტის უკანონობასა და სახელმწიფო ინტერესებთან მის შეუთავსებლობაზე.

ჩვენ სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს, სასამართლოში ვასაჩივრებთ. ამჯერად, ინფორმაციის გაცემას ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებისგან ვითხოვთ.

ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციაა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. მიუხედავად ამისა, სამინისტროები ამ ინფორმაციას უკანონოდ და თვითნებურად მალავენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“