[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / კვლევა

მოსამართლის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  40

გამოცემის წელი:  2019

მკვლევრები: 

მოსამართლის_როლი_1561546025.pdf

კვლევა მიზნად ისახავდა მოსამართლის როლთან დაკავშირებით იმ საკითხების გამოვლენას, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პროფესიული ჯგუფები (მოსამართლეები და ადვოკატები) სამართლიანი, მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად.

კვლევის ფარგლებში, მოსამართლეებთან სიღრმისეული ინდივიდუალური ინტერვიუებისა და პრაქტიკოსი ადვოკატების მონაწილეობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფების შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება გამოვლინდა:

  • მოსამართლეთა და ადვოკატთა ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საჭიროებას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით სამართალდარღვევის შემადგენლობის დაზუსტების მხრივ;
  • გამოწვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას მტკიცების ტვირთის არარსებობაც დასახელდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ჩვენება ან ოქმია;
  • სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას მოსამართლეები და ადვოკატები მოსამართლის როლის გაფართოების საჭიროებას ძირითადად ორი მიმართულებით ხედავენ: მოსამართლისთვის მხარეთა თანხმობის გარეშე კითხვის დასმის უფლების მინიჭება და მოსამართლის მიერ ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შესაძლებლობა;
  • მოსამართლეთა და ადვოკატთა ნაწილი ასევე საჭიროდ თვლის მოსამართლისთვის საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის უფლების მინიჭებას;
  • დაზარალებულის როლთან დაკავშირებით მოსამართლეების დიდი ნაწილი რაიმე ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს. მცირე ნაწილმა აღნიშნა დაზარალებულთათვის მტკიცებულებების წარდგენის უფლების და პროკურატურისთვის მიმართვაზე უარის მიღების შემთხვევაში გასაჩივრების უფლების მინიჭების შესაძლებლობა;
  • ოჯახური დანაშაულის განხილვისას მოსამართლეები ძირითად გამოწვევებად არასაკმარის მტკიცებულებებს, მოწმეთა მიერ ჩვენების შეცვლას ან ჩვენებაზე უარის თქმას მიიჩნევენ. ადვოკატები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დაზარალებულთა ჩვენების ცვლილების ან უარის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზების შესწავლას და საქმის განხილვისას მათი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებას;
  • ნარკოტიკული დანაშაულის საქმეების განხილვისას ოპერატიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის შემოწმების ნაწილში მოსამართლეთა ძირითადი ნაწილი საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებას საჭიროდ არ მიიჩნევს. მცირე ნაწილის აზრით, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ოპერატიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის გადამოწმების ბერკეტი. ადვოკატების ძირითადი ნაწილი უფრო კატეგორიულია ამ შემთხვევაში და აუცილებლად თვლის მოსამართლის მხრიდან წყაროს სანდოობის გადამოწმებას.

კვლევას სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში.

მოსამართლის_როლი_1561546025.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“