საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 115
გამოცემის წელი: 2014
მკვლევრები: 
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” (TI) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია), ერთობლივი კვლევა განახორციელეს. კვლევა ჩატარდა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ფარგლებში.
ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა შეეხება მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემას და მასში გაერთიანებულია მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი, გააზრებულია საერთაშორისო სტანდარტები და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. კვლევაში, ასევე, წარმოდგენილია მოსამართლეთა დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პრაქტიკის მიმოხილვა.
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
ინსტრუქცია