საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მოგონებები ომზე; ტრავმა, რომელიც დღემდე დარჩა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა
ვიდეოპოდკასტში მოისმენთ ომგამოვლილი ქალის ისტორიას, გორის სოფელ ზარდიაანთკარიდან.
მან სახელის გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა მისი მონათხრობი კარგად აღწერს ომის უმძიმეს დღეებს, წუხილებს დაკარგულ ადამიანებზე; დღემდე დატოვებულ ტრავმებსა და შიშებს; ოსებთან მეგობრობის აღდგენის ისტორიებს და ბოლოს, ხელისუფლების პასუხს, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ამ ადამიანების არსებობასაც კი.
„ბავშვებს რომ არ დავენახე, გამოვსულვარ ეზოში, მაგრად მიტირია და ისე შევსულვარ“
„პირველი 5 წელი საერთოდ ამოვშალე ჩემი გონებიდან, შავი ფარდა გადავაფარე“
„რომელი ერია ისე შესისხლხორცებული, როგორც ქართველი და ოსი?... „
„ვიღაცას აწყობს ჩვენი გაყოფა და ხალხი უნდა მიხვდეს, რომ სხვის თითისი დაქნევაზე არ იაროს და წინააღმდეგობა გაუწიოს“
პოდკასტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაცია კვლევისა და ადვოკატირების გზით“. მიმოხილვაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
ინსტრუქცია