[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

მეორე სამუშაო შეხვედრა მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების თემაზე

[gallery type="slideshow" ids="1738,1739,1740,1741,1742,1743"]

2014 წლის 20 ივნისს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC), “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამართეს სამუშაო შეხვედრა თემაზე:

“მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის ანალიზი:


დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პრაქტიკის მიმოხილვა”


ორგანიზაციებმა მიმდინარე კვლევის ფარგლებში გააანალიზეს მოსამართლეთა წინააღმდეგ სხვადასხვა დროს გამოტანილი განაჩენები, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეებსა და დისციპლინურ საქმეებზე სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს პრაქტიკის ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები, ასევე ის ინსტიტუციური საფრთხეები, რომლებიც კვლავ აქტუალურია მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დისციპლინური სახდელების დაკისრებასთან, მათ პროპორციულობასთან და გაქარწყლებასთან დაკავშირებული თემები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველის, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის “დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში”ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“