[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

მარნეულის საკრებულომ პატივი უნდა სცეს სასამართლო გადაწყვეტილებას და დაიცვას რელიგიური თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პატივი სცეს ბოლნისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკა აღარ გაიმეორეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელი, რომელშიც ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციულ წესს ასაჩივრებდა. ამ საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტის, სამირა ბაირამოვასა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით აწარმოებდა.

ფინანსური მხარდაჭერის ამ უთანასწორო პრაქტიკით, მხოლოდ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ჯამში 1 550 000 ლარი (2019 წელს - 350 000 ლარი; 2020 წელს - 400 000 ლარი; 2021 წელს - 400 000 ლარი; 2022 წელს - 400 000 ლარი) გადაეცა. რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლების სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა. დაფინანსების ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციული შინაარსის იყო და მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია), ის სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში და საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ქმნიდა.

2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხსენებული ნორმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ: „400,000 ლარით „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის“ სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობის დაფინანსების ნაწილში, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს მიმართ, ადგილი ჰქონდა ერთგვაროვან ვითარებაში მყოფი სუბიექტების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მოსარჩელის მიმართ ნაკლებადკეთილმოსურნეა, ერთმნიშვნელოვნად, განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება რელიგიურ ნიშანს. ამასთან, ვინაიდან სადავო შემთხვევა პირდაპირ აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ორგანიზაციის მიმართ, საკითხი შეფასებადია რელიგიის ნიშნით, პირდაპირი დისკრიმინაციის ფარგლებში.“

სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებითაც და მიუთითა: „სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდეს „რელიგიასთან გადაჭარბებულ აფილაციის “შთაბეჭდილებას“. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს აზრით, „ სეკულარიზმისა და ნეიტრალურობის პრინციპი, სახელმწიფოს წინაშე წარმოშობს ვალდებულებას, განსხვავებულ მიდგომებში დაასაბუთოს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რამდენადაა დასაშვები თანასწორობის უფლების შეზღუდვა. უპირველესად უნდა აღნიშნოს, რომ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური მოდელი ეფუძნება სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს მიჯნავს. ამგვარი მოდელი შეესაბამება იმ ღირებულებებს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის მახასიათებელი".

ჩვენი შეფასებით, ბოლნისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პრეცედენტული მნიშვნელობის, რომელიც ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების პრაქტიკას ცვლის და ამ გადაწყვეტილების ჯეროვანი პატივისცემა მარნეულისა და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ არსებითი გვგონია. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი მმართველობის გარანტირების, საჯარო რესურსების ლეგიტიმური სოციალური მიზნებით გამოყენების, თანასწორობის პრინციპის განუხრელად დაცვის, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გამიჯნულობისა და არადემოკრატიული აფილაციების თავიდან აცილების, ასევე რელიგიური ორგანიზაციების ჭარბი პოლიტიკური გავლენებისა და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა გახდეს.

  • უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ის ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის.

სამწუხაროდ, მიუხედავად სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა, მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის მიმდინარე პროექტი კვლავ ითვალისწინებს იდენტურ ჩანაწერს. კერძოდ რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ფარგლებში მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გადაეცემა 400 000 ლარი, მუნიციპალიტეტმა დააკორექტირა მხოლოდ თანხის გაცემის მიზნები - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა. ამასთან მცირე რესურსები გათვალისწინებულია მეჩეთების კომუნალური გადასახადებისთვის (20 000 ლარი).

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საკრებულო საბოლოოდ ბიუჯეტის ამ პროექტს არ დაამტკიცებს, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა იქნება და აშკარა უპატივცემულობა სასამართლო გადაწყვეტილების სულისკვეთების მიმართ.

ნიშანდობლივია, რომ საქმე შეეხება მუნიციპალიტეტს, რომელიც მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მარნეულის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დგას თვითმმართველობაში მოსახლეობის თანაბრად მონაწილეობისა და ყველა განსხვავებული ჯგუფის თანაარსებობის უზრუნველყოფის ინტერესი, რომლის რეალიზებაც მუნიციპალიტეტის ორგანოთა ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებას წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საბიუჯეტო დაფინანსების მსგავსი პრაქტიკა კი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებებს და სეკულარიზმის პრინციპს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ მარნეულის საკრებულოს შეცვალოს რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ქვეპროგრამის (კოდი 050204) დისკრიმინაციული შინაარსი და მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე, ამავე ქვეპროგრამის არსის, მიზნების და დაფინანსების წესის ჩამოყალიბებისას:

  • გაითვალისწინოთ ბოლნისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების შინაარსი და სულისკვეთება (საქმე N3/23-20);
  • განუხრელად დაიცვას თანასწორობისა და სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“