"შეიძლება ვიღაცას მოუნდეს და დამასმინოს, იმიტომ, რომ არ მოეწონოს ის კრიტიკა რომელიც მექნება სახელმწიფო მოხელეების მიმართ".
"შეგიძლია რამე სერვისი შექმნა და დაგაფინანსოს სახელმწიფო რომელიმე უწყებამ. მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ისე უნდა მოიქცე, როგორც სახელმწიფო გიკარნახებს. ვეღარ ხარ დამოუკიდებელი, ვეღარ ხარ თავისუფალი; როდესაც რაიმე არის გასაპროტესტებელი ხელ-ფეხი გაქვს შეკრული, იმიტომ რომ შენ რომ ხმა ამოიღო აუცილებლად დაკარგავ დაფინანსებას", - მარი კორკოტაძე, აუტიზმის მქონე მოზარდის მშობელი.