[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება

15 იანვარს, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების აიზა მარგოშვილის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს განხილვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. ისინი მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პრობლემაზე დავობენ. მოსარჩელეების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) წარმოადგენს.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი არ დადგება.

აღსანიშნავია, რომ თემირლან მალაჩიკაშვილსთვის ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ ყოფილა და მას არც ბრალდებულის სტატუსი ჰქონია.

EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მტკიცებით ფორმაში თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე მითითება, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“