[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ვიდეო / ანალიტიკა

კვლევის პრეზენტაცია - დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა საქართველოში

21 სექტემბერს 16:00 საათზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაცია "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან" ერთად ონლაინ ფორმატში კვლევის პრეზენტაცია გამართა.

მომხსენებლები:

  • იაგო კაჭკაჭიშვილი - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
  • თამარ გვასალია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • თორნიკე გერლიანი - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ანი ნასრაშვილი - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • მოდერატორი: გურამ იმნაძე
ღონისძიება მიზნად ისახავდა ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო კვლევის შედეგები, რომელზეც ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად, ერთ წელზე მეტი მუშაობდა. კვლევა შეეხო დანაშაულის გამომწვევი სოციალური ასპექტების შესწავლას, სახელმწიფოში არსებული პრევენციის, სისხლის სამართლის პოლიტიკის, დანაშულთან ბრძოლის სტრატეგიების კრიტიკას.
კვლევა ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკას, დანაშაულის გამომწვევი სოციალური და ეკონომიკური ასპექტების ფონზე აფასებს. კვლევა ძირითადად ორი სახის – საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის (ქურდობა/ძარცვა) და ნარკოდანაშაულის ცალკეული სახეების სოციოლოგიური კვლევის მონაცემებს ეყრდნობა.
კვლევა ჩატარდა ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“