საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კვლევა აანალიზებს შრომითი უფლებების დარღვევების აღმოფხვრისა და მათი პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატსა და საქმიანობას.აღნიშნული ანალიზი კი თავის მხრივ ეყრდნობა ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებას, საერთაშორისო სტანდარტებსა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებებს.
ამასთან, შრომითი უფლებების მდგომარეობის კვლევის საგანს წარმოადგენდა დასაქმებულთა პირადი გამოცდილება, კერძოდ მათსა და დამსაქმებლებს შორის შრომითი ურთიერთობების ბუნება, ასევე შრომითი პირობები მძიმე და მსუბუქი მრეწველობის, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროებში. დამატებით კვლევამ შეისწავლა დასაქმებულთა წინააღმდეგობისა და გაფიცვების პრაქტიკა, ისევე როგორც პროფესიული კავშირების მდგომარეობა და მათი განვითარების შესაძლებლობები.
შესაბამისად, კვლევის ერთი ნაწილი სწავლობს შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმს და კრიტიკულად აანალიზებს მის მანდატსა და საქმიანობას ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მოდელების ანალიზზე დაყრდნობით, ხოლო კვლევის მეორე ნაწილი აჩვენებს შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი პირობების მდგომარეობას სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა პერსპექტივიდან.
ინსტრუქცია