საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 168
გამოცემის წელი: 2016
მკვლევრები: 
კვლევაში წარმოდგენილია 2014-2016 წლების პერიოდში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული მგომარეობისა და სახელმწიფოს პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი.დოკუმენტის მიზანია კანონმდებლობასა და სახელმწიფო პოლიტიკაში იმ სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება , რომელიც რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპის დარღვევას განაპირობებს და არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის დისკრიინაციულ გარემოს ქმნის.
რელიგიის თავისუფლების დაცვის ხარისხი ქვეყნის დემოკრატიულობისა და პლურალიზმის საზომია,არასეკულარული პოლიტიკის ზრდა კი მნიშვნელოვან კავშირშია პოლიტიკური ხელისუფლლების ლეგიტიმურობის პრობლემასა და საზოგადოებაში არსებულ სოციალურ კრიზისებთან. სწორედ ამიტომ ხელისუფლების ტრანზიციის პერიოდში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკა შესამჩნევად იცვლება ხოლმე.ცხადია, ამ მიმართებით ხელისუფლებასა და დომინანტ რელიგიურ ინსტიტუციას შორის ურთიერთობის ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კვლევა მომზადებულია პროექტის ,,ტოლერანტობის,რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში.
ინსტრუქცია