[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / ვიდეო / ანალიტიკა

კომპრომისების გარეშე: ქვიარ ალიანსები კოლონიალიზმის, კაპიტალიზმისა და მიზოგინიის აღმოსაფხვრელად

ვიდეო მომზადებულია ქვიარ ფორუმის ფარგლებში. პაოლა ბაჩეტა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში გენდერისა და ქალთა კვლევების დეპატრამენტში პროფესორი და პედაგოგიკის ვიცე-თავმჯდომარეა. ბაჩეტა მრავალწლიანი აქტივისტია ფერადკანიან ლესბოსურ და ქვიარ, ფემინისტურ, ანტი-რასისტულ, დეკოლონიურ, ომის საწინააღმდეგო, ანტი-ოკუპაციური და მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობებში აშშ-ში, საფრანგეთში, ინდოეთსა და იტალიაში. ის 1970-იანი წლების ცნობილი Dyketactics-ის აქტივისტური ჯგუფის წევრია. ასევე, ერთ-ერთი იმ ექვსი Dyketactics-იდან, რომელთაც აშშ-ს ისტორიაში პირველი სასამართლო დავა წამოიწყო ქვიარების წინააღმდეგ მიმართული პოლიციის ბრუტალურობის წინააღმდეგ (“Dyketactics! Vs. The City of Philadelphia”). აღნიშნული მოვლენიდან ცოტა ხანში, შავკანიანთა განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ასატა შაკურის მხარდაჭერის აქტივობებში ჩართულობისთვის მცდარად იქნა გასამართლებული, ხოლო მოგვიანებით ევროპაში განდევნილი. როგორც დევნის პროცესში, ისე მოგვიანებით ის მუდმივად იყო სოციალურ აქტივიზმში ჩართული.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“