[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია მოსამართლეთა XXXI კონფერენციას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევას. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევა იყო.[1] საბჭოში წევრების ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილმა წევრებმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობები საკუთარი ინიციატივით დატოვეს.  აღსანიშნავია, რომ აბუსერიძე 17 ოქტომბრიდან უზენაესი სასამარლოს სადისციპლინო პალატის წევრია, რაც იუსტიციის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.[2] თუმცა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა გახდა საბჭოს ყოფილი წევრის, გიორგი გოგინაშვილის მიერ თანამდებობების ვადაზე ადრე დატოვების მიზეზი მაშინ, როდესაც ის იუსტიციის საბჭოს წევრად გასული წლის 31 ოქტომბერს იქნა არჩეული.[3]

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმოყრილი ძალაუფლება ბუნებრივად აჩენს საჭიროებას, რომ საბჭო გამჭვირვალედ და სამართლიანად დაკომპლექტდეს, რაც შეამცირებს მის საქმიანობაზე შიდა თუ გარე გავლენის რისკებს. სამწუხაროდ, 23 ოქტომბერს გამართული მოსამართლეთა კონფერენცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა კომპლექტდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. უპირველეს ყოვლისა, კითხვებს ბადებს, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მიერ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება; გარდა ამისა,  კონფერენციის დღემდე უცნობი იყო, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატები; მოსამართლეთა კონფერენციაზე ნომინირებული იყო ზუსტად იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანტური პოზიციაც იყო.   კონფერენციაზე დამსწრე 279 მოსამართლიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი ისე დაუჭირა მხარე დასახელებულ კანდიდატურებს, რომ არც საბჭოს ძველი წევრების წასვლის მიზეზებით დაინტერესებულა და არც ახლადარჩეული წევრების გეგმებით. 

მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ახალი მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი აჩენს განცდას, რომ საბჭოში ორი პოზიცია დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძისთვის გათავისუფლდა. მურუსიძის და გვრიტიშვილის გვარები კი პირდაპირ უკავშირდება სასამართლო სისტემაში არაფორმალურ გავლენებსა და  კლანურ მმართველობას.

უკანასკნელ პერიოდში სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად წინააღმდეგობაშია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან.[4] იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტიონერების არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ განაგრძობს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამასთანავე, მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში ხელახალი არჩევა არის პირდაპირი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის ნება. ბოლო პერიოდის გამოცდილება აჩვენებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯებესების კუთხით გაწეული ძალისხმევა მოსამართლეთა კლანის წევრების ქმედებებით მნიშვნელოვნად დაზიანდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ   გავლენიან მოსამართლეებთან თანმშრომლობა და მათზე პარტნიორების რესურსების დახარჯვა, იმ პირობებში, როდესაც სასამრთლოს კლანის ქმედებები მხოლოდ მათი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენაა მიმართული, სისტემის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს.

მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო ამცირებს სასამართლოს სისტემური რეფორმის შესაძლებლობებს და აზიანებს ისედაც შელახულ ნდობას სასამართლოს მიმართ. ამავდროულად, სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე პირების ამგვარი პროცესებით დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შინაარსთან და აშკარად აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება ამ ორგანოში არაფორმალური გავლენები და ძალაუფლების კონცენტრაცია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგი ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3gBqUPR.

[2] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

[3] მოსამართლეთა XXX კონფერენცია, 2022 წლის 31 ოქტომბერი; კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3z8h2Ub.

[4] ამ გადაწყვეტილებებს შორისაა გავლენიან მოსამართლეთა ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არჩევაც, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3N1JE6Y .

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“