"რეალურად, რას ითხოვს სოფლად მცხოვრებლი ადამიანი? - რომ ჰქონდეს გზა, წყალი, შესაძლებლობა, რომ შვილიშვილი დადიოდეს ბაღში; ჰქონდეს განათლება... ამ წრეში ვტრიალებთ. ვერ ვხედავთ ამ ხალხს და ამის მაგივრად, ვხედავთ ხელოვნურ სისტემას, რომლისგანაც ადამიანი სრულიად გათიშულია", - კამილა მამედოვას სათქმელი.
როგორ და რაში გამოიხატება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი რეგიონებში? და როგორ ჩანს ეს კრიზისები სხვადასხვა რეგიონის მაგალითზე? რა არის ამის გეოპოლიტიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მიზეზები?
ჩვენი ვიდეო სერიის, "სათქმელის" საშუალებით, გვსურს, მოვუსმინოთ ადამიანებს რეგიონებიდან.