[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ქალთა უფლებები / განცხადება

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებას ითხოვს

ფოტოს წყარო: პუბლიკა

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე მძიმე ფორმაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსების, პირადი ცხოვრებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრების და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს. გენდერული ძალადობის პირობებში შეუძლებელია გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის მიღწევა და სწორედ ამიტომ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ გაატარონ სპეციალურ პოზიტიური ზომები და პოლიტიკები მისი აღმოფხვრისთვის.   

გენდერული ძალადობის სტატისტიკა საქართველოში შემაშფოთებელია. საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ქალი მაინც გამხდარა ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მისი პარტნიორისგან მათ ცხოვრებაში და 29 ქალიდან 1 ქალი მხოლოდ ბოლო წელს.  საქართველოში ქალთა 26,2 % განცდილი აქვს სექსუალური ძალადობა არა-პარტნიორისგან (1), სექსუალური ძალადობა ბავშვობის დროს (2) და სექსუალური შევიწროება (3). პანდემიის დროს გენდერული ძალადობის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდა. სტრესი, სოციალური და დამცავი სისტემების და ქსელების მოშლა, შემოსავლის დაკარგვა და სხვადასხვა სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის შემცირება არსებითად ზრდის ქალების მიმართ ძალადობას.  

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში ჩანს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების  სისტემების მუშაობის გაუმჯობესება, და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქალთა მიმართ ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა,[1] ამგვარი ძალადობის დროული და ეფექტიანი პრევენცია, მსხვერპლების უსაფრთხოების და სოციალური ინტერესების რეალური დაცვა და ძალადობის რეალური შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკა სუსტია და ის სახელმწიფოს პოლიტიკური ხედვისა და მიდგომების ძირეულ ცვლილებას საჭიროებს.   

საქართველოში ქალთა/ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა 2006 წლიდან არსებობს. თუმცა, ოჯახში/ქალთა ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირება დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. ამ სახის ძალადობა განიხილებოდა  როგორც ,,ოჯახის შიდა საქმე“ და პოლიციის თანამშრომლები მომხდარ შემთხვევებზე ხშირად არ რეაგირებდნენ. სახელმწიფოს ამგვარი დამოკიდებულება კი ცხადია დანაშაულის პრევენციას ხელს უშლიდა და ქალები  კვლავ  ძალადობის ციკლში აგრძელებდნენ ცხოვრებას.

2014 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო შედარებით აქტიური ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მიღებული იქნა სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება, დაიწყო საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი. მათ შორის, 2017 წელს რატიფიცირებული იქნა ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“ (სტამბოლის კონვენცია). ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე გამკაცრდა სისხლის სამართლის პოლიტიკა და სამართალდამცავმა უწყებებმა აქტიურად დაიწყეს შემთხვევების გამოძიება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად აქტიურად გამოიყენება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემისა და ძალადობის მსხვერპლის დროებითი დაცვის მექანიზმები. საქართველოს კანონმდებლობით აგრეთვე გათვალისწინებულია მსხვერპლის დაცვის სოციალური ღონისძიებები, რაც მსხვერპლისთვის თავშესაფრის, ფსიქოლოგისა და სამედიცინო სერვისის შეთავაზებით გამოიხატება. თუმცა, მსხვერპლისთვის შეთავაზებული სერვისები მოკლევადიანია და მის გაძლიერებას ნაკლებად უწყობს ხელს.

არსებულ პოლიტიკაში მკვეთრად სუსტია ძალადობის მსხვერპლების შემდგომ ზრუნვაზე და გაძლიერებაზე მიმართული სამუშაოები, რაც ქალებისთვის საცხოვრისის, დასაქმების, განათლების მიღების, ეკონომიკური გაძლიერების გარანტიების შექმნას და მათთვის რეალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკაში სრულად არის გამორიცხული ტრანსფორმაციული მართლმსაჯულების მიდგომები, რომელიც სწორედ ძალადობის სტრუქტურული მიზეზების გააზრებას და გარდაქმნას, ასევე მოძალადესთან სათანადო ტრანსფორმაციულ მუშაობას და ძალადობის მსხვერპლის სოციალურ გაძლიერებას გულისხმობს. ტრანსფორმაციული მართლმსაჯულების მიდგომების მიღმაც კი, სახელმწიფო სასჯელის გამოყენების დროს არ უზრუნველყოფს მოძალადის სათანადო რეაბილიტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, რაც კონკრეტულ ოჯახებს და ადამიანებს ძალადობის განგრძობადი და კიდევ უფრო მძიმე რისკების წინაშე აგდებს.  

ამდენად, ბოლო წლებში სულ უფრო თვალნათელი ხდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკაში მხოლოდ სადამსჯელო მიმართულებით სახელმწიფოს გააქტიურება, თუმცა, ის არსებითად სუსტია ძალადობის მსხვერპლების მდგრადი და რეალური დაცვის, ასევე  დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიმართულებით, რომელიც გენდერული ძალადობის სისტემური მიზეზების იდენტიფიცირებას, მათ გარდაქმნას და დანაშაულის ჩამდენი პირების ქცევის, დამოკიდებულებების და ცნობიერების რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს.   

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ არსებითია სახელმწიფოს არსებული პოლიტიკა არსებითად გაუმჯობესდეს და ის ძალადობის აღმოფხვრის უფრო მრავალშრიან ხედვას და მიდგომებს დაეფუძნოს. მნიშვნელოვანია მასში ერთის მხრივ, მკვეთრად გაძლიერდეს მსხვერპლი ქალების რეალურ საჭიროებებზე და გრძელვადიან გაძლიერებაზე მიმართული მუშაობა, მეორეს მხრივ, კი შეიქმნას ინტერ-დისციპლინურ ცოდნაზე და ინტერ-უწყებრივ (საპოლიციო, მართლმსაჯულების, სოციალური და პენიტენციალური სფეროების) კოორდინაციაზე დაფუძნებული სისტემური პოლიტიკა, რომელიც ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს უპასუხებს, ძალადობის ჩამდენ პირებს ქცევის, ცნობიერებისა და მიდგომების რეალურ ცვლილების პირობებს შეუქმნის და მოახერხებს ძალადობის რისკების გაზომვის უფრო დროული და დახვეწილი მეთოდოლოგიების დანერგვას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მსხვერპლად აღიარებული ქალების  რიცხვი 2015 წლიდან 2020 წლამდე 3,8 ჯერ არის გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გამოძიების მიერ ძალადობის მსხვერპლად აღიარებული ქალების რიცხვი ბოლო წლებში შემდეგია:2015 წელი - 122 ქალი; 2016 წელი - 175 ქალი; 2017 წელი - 189 ქალი; 2018 წელი - 292 ქალი; 2019 წელი - 452 ქალი; 2020 წელი - 463 ქალი; თავშესაფარში მოხვედრილი ქალების ოდენობაც ბოლო 5 წელში 3, 4 ჯერ არის გაზრდილი; 3, 8 ჯერ არის გაზრდილი გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც. 2015 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 2726 იყო, 2020 წელს კი 10321 იყო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“