[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ვიდეო

„ითხოვდა ლაპარაკს, რომ ვინმე შეხვედროდა“ - დევნილების უხმო პროტესტი და გადარჩენითვის ბრძოლა

დღეს 44 წლის ზამირ კვეკვესკირს მიწას მიაბარებენ. 2025 წლის 25 იანვარს, აფხაზეთიდან დევნილმა კაცმა დევნილთა სააგენტოსთან თავი დაიწვა. ის საკუთარ ბინაშიც კი ვერ დაასვენეს - ადგილი არ აღმოჩნდა 18 კვადრატში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზამირ კვეკვესკირის ტრაგედია არ გახდეს დავიწყების საგანი. მისი პროტესტი, რომელიც იყო ძალიან მძიმე – თითქოს უხმო, მაგრამ ძალიან ხმაურიანი – არ უნდა გაქრეს ჩვენი მეხსიერებიდან. ამ ტრავმას, ამ სევდას და გლოვას, რომელიც ჩვენ ყველამ ამ ფაქტის შემდეგ მივიღეთ, პოლიტიკის რადიკალური ცვლილებებით უნდა ვუპასუხოთ.

ეს რადიკალური ცვლილება გულისხმობს დევნილთა საკითხების დაყენებას პოლიტიკურ დღის წესრიგში, სახელმწიფოსთვის მეტი რესურსის მოთხოვნას მათი განსახლებისთვის და ადამიანური საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“