[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ვიდეო

ისტორია, მეხსიერება, პოლიტიკა - პაატა ზაქარეიშვილი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ჩვენი ინტერვიუების სერიის - „პოლიტიკა, მეხსიერება, ისტორია“ ახალ ეპიზოდს.

Центр социальной справедливости представляет новый эпизод нашей серии интервью « Политика, память, история ».

ამ ეპიზოდის სტუმარია პოლიტოლოგი, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც იხსენებს აფხაზეთის ომის პერიოდს და მის შემდგომ სამშვიდობო პროცესებს, ასევე აფასებს დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას და მის პერსპექტივებს.

Гость этого эпизода - политолог, бывший государственный министр в вопросах примирения и гражданского равноправия Паата Закареишвили, который вспоминает период абхазской войны и последовавшие за ней мирные процессы, а также оценивает нынешнюю Мирную политику и ее перспективы.

„სამშვიდობო პროცესებს ქართული საზოგადოებიდან პრობლემები არასოდეს ჰქონია, პრობლემები იყო პოლიტიკური ელიტიდან, ვისაც აქვს სურვილი, რომ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს ისინი იყენებენ ასეთ საკმაოდ ფაქიზ თემებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად“.

"У мирных процессов никогда не было проблем со стороны грузинского общества, были проблемы со стороны политической элиты, у которой есть желание добиться успеха на выборах, они используют такие довольно деликатные темы, чтобы набрать политические очки".

ზაქარეიშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზებისთვის არაა პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. არსებობს სხვა ბევრად მნიშვნელოვანი თემები, რაც მათ აინტერესებთ და რაც შეიძლება გახდეს დიალოგის და საერთო ენისს გამონახვის საფუძველი: „შეუძლებელია აფხაზების ინტერესები არ ვაქციოთ საქართველოს ინტერესებად, იმიტომ რომ ჩვენი ხალხია, ჩვენი ტერიტორიაა, ამიტომ ძალიან უგუნური, ზედაპირული პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ აფხაზების ინტერესებს ახურდავებდე როგორც უცხო ინტერესებს“.

По словам Закареишвили, признание независимости не является вопросом принципиальной важности для абхазов. Есть и другие гораздо более важные темы, которые их интересуют и которые могут стать основой для диалога и поиска общего языка: «Невозможно не превратить интересы абхазов в интересы Грузии, потому что это наш народ, наша территория, поэтому нужно быть очень глупым, поверхностным политиком, чтобы относиться к интересам абхазов, как к иностранным интересам».

ინტერვიუერი: სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი, თეო ფირანიშვილი.

Интервьюер: исследователь Центра социальной справедливости Тео Пиранишвили.

ვიდეო მომზადებულია გაერთიანებული ერების საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ვიდეოს შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“