[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / ვიდეო

იპოდრომის მომავალი კვლავ საფრთხეშია

ცათამბჯენების დაგეგმილი მშენებლობის გამო, იპოდრომის პარკის მომავალი კვლავ საფრთხეშია.
ვიდეოში გიყვებით იპოდრომის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი, ქალაქში შემორჩენილი მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა.
2020 წელს ქალაქის მერმა იპოდრომზე ცენტრალური პარკის მშენებლობა წინასწარი კვლევების და ადგილობრივებთან კომუნიკაციის გარეშე დააანონსა. ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი და სამართლებრივი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს.
დაპირების მიხედვით, პარკის მშენებლობა 2 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პარკის ტერიტორიის გადათხრის გარდა, ამ ხნის განმავლობაში, არაფერი გაკეთებულა. 2023 წლის ოქტომბერში კი ცნობილი გახდა, რომ იპოდრომის პარკის ყველაზე მწვანე ნაწილი, "ქართუ" ფონდმა სოსო ფხაკაძის კომპანიას მიჰყიდა.
ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, რაც მრავალსართულიანი მშენებლობებს გამორიცხავდა, თუმცა ფხაკაძის კომპანიის მიერ ტერიტორიის შეძენის შემდეგ, თბილისის საკრებულომ ამ სივრცეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და ცათამბჯენების მშენებლობას გზა გაუხსნა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“