[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ვიდეო

გურამ იმნაძე "რუსულ კანონზე"

"ეს კანონპროექტი ერთ სიბრტყეში აყენებს რეალურ სტრატეგიულ პარტნიორებს ამ ქვეყნისას, ევროკავშირის სახელმწიფოებს და ასევე ჩვენს უმთავრეს მტერს, ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს.
ეს კანონპროექტი, არაეფექტიანი იქნება რუსული ფინანსების მიმართ, რადგან, თუკი რუსეთი ამ ქვეყანაში რაიმე არასწორს გაკეთებას ცდილობს, დიდ ალბათობით, შავი ფული სწორედ შეიძლება რუსეთიდან შემოდიოდეს - რომელიც არცერთი ორგანიზაციის ოფიციალურ რეგისტრაციაში, ოფიციალურ რეესტრში სამწუხაროდ არ აისახება.
ამიტომაც ეს კანონპროექტი რუსეთის არაფორმალური თუ ფორმალური გავლენების აღსაკვეთად, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დიდწილად არაეფექტიანი იქნება", - გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“