"ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დააჯერონ, რომ თანამეგობრობის მხრიდან წამოსული საერთაშორისო დაფინანსება რაიმე სახის კონფლიქტშია ეროვნულ ინტერესთან.
 
საერთაშორისო დაფინანსება იხარჯება:

 შრომითი უფლებების დაცვაში;

 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაში;

 გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზებაში - ტყეს გაასხვისებენ და მერე დავრბივართ და ვცდილობთ დავიბრუნოთ ეს 1 ლარად გასხვისებული ტყეები.

 ონკოლოგიური პაციენტებისთვის სერვისების მიწოდებაზე.
 
ამისთვის ვიღებთ დაფინანსებას და თუ ეს არის "სხვის დაკრულზე ცეკვა", მაშინ მათ ვინც ამას ამბობს არასწორად ესმის ეროვნული ინტერესი", - გიგა ბექაური, სახელოვნებო პროფკავშირი "გილდია".