[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ვიდეო / ანალიტიკა

ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირები მხარდაჭერის გარეშე

წლების განმავლობაში, საქართველოში ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირები ქმედუუნაროებად იყვნენ აღიარებულნი.

ქმედუნარიანობის რეფორმის შედეგად ათასობით ადამიანს უფლებები დაუბრუნდა და გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერა დაენიშნა. სამწუხაროდ, პრაქტიკაში მხარდაჭერა ისევ ნების ჩანაცვლებას ან ადამიანების მხარდაჭერის გარეშე დატოვებას გულისხმობს.

ქმედუნარიანობის რეფორმის აღსრულებას ხელს უშლის ის რომ:

  • მხარდამჭერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია;
  • სოციალური მუშაკები გადატვირთულები არიან;
  • არ არსებობს შესაბამისი სერვისები და ინსტრუმენტები.

ვიდეო მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).

ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“