დღეს, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრაციის შესახებ დისკუსიები პოლიტიკური დღის წესრიგებიდან სრულიად განდევნილია.
უშინაარსო დაპირისპირებები, პოლიტიკური შოუები და უჩინარი ბიზნესინტერესები მოსახლეობაში ნიჰილიზმს, ფრუსტრაციისა და გარიყულობის განცდას აძლიერებს.
„არ წარმოთქმული და მწარე სიმართლე არის შემდეგი: ჩვენს ქვეყანაში უმცირესობები დანახულნი არიან, როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, რომლებიც ნაკლებად ცივილიზებულად, ნაკლებად განათლებულად და კულტურულად არიან მონიშნულნი".
მოისმინეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევრის, ქამრან მამედლის მოსაზრება, რეალურად, რა უშლით ხელს ეთნიკურ უმცირესობებს, იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულნი.