[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო / ანალიტიკა

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკა - ლელა გაფრინდაშვილი

ამ ვიდეოში ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი საუბრობს როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის მიმართულებით და რა ხარვეზებია განათლების პოლიტიკაში:

"ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ჩვენი საერთო ისტორიის ნაწილი არიან. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივად საინტერესო ისტორია ეთნიკური ჯგუფების მხრიდან ქართულ კულტურაში შენატანის თვალსაზრისით. და ეს საერთოდ არ არის ასახული მაგალითად, სასკოლო სახელმძღვანელოებში"

ლელა გაფრინდაშვილი სხვა ექსპერტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, მონაწილეობდა ბუკნარსა და დმანისში გამოვლენილი კონფლიქტების შესწავლის პროცესში. მათთან ერთად სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი თემების ხედვებს, განწყობებსა და სოციალურ გარემოს იკვლევდა.

ეს იყო ბუკნარსა და დმანისში დაგეგმილი კოლექტიური შეხვედრების, დისკუსიებისა და ფიქრის საინტერესო პროცესი, რომელიც საბოლოოდ აღწერილია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევით დოკუმენტებში: https://bit.ly/37lcvPX

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“