საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტოს წყარო: რადიო თავისუფლება
EMC ეხმიანება ქალაქ რუსთავში ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის წინააღმდეგ გამართულ გარემოვაჭრეების პროტესტს და საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი გარემოვაჭრეებისათვის საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე მძიმედ აისახება ათასობით მშრომელზე, მათ შორის შეზღუდვები განსაკუთრებულად მაღალ გავლენას იქონიებს არაფორმალურად დასაქმებულთა ჯგუფებზე. რუსთავში გამართული აქციის მონაწილე გარემოვაჭრეები უთითებენ რომ საქმიანობის აკრძალვით ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებიან. გარემოვაჭრეთა უმეტესობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი საპენსიო ასაკის ქალები არიან, რომელთაც საკუთარი ოჯახებისათვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და შენარჩუნება მძიმე ტვირთად აწევთ.
არაადეკვატური სოციალური პოლიტიკისა და ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონის გათვალისწინებით კი გარევაჭრობა, ადამიანებისა და მათი ოჯახების მინიმალური დაცულობისა და ხშირ შემთხვევაში არსებობის ერთად საშუალებად გვევლინება. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც ათასობით ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ საშუალებას თუნდაც დროებით აუქმებს, განსაკუთრებული სიფრთხილით და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე უნდა მიიღებოდეს. ამ მიდგომის საპირისპიროდ, ნათელია რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ კონტექსტს და ვერ აზღვევს მისი გადაწყვეტილებებით დამდგარ უმძიმეს ეკონომიკურ შოკებს. მეტიც, რუსთავში გამართული აქციის შესახებ მედიით გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს რომ სახელმწიფოს ცალკეული წარმომადგენლები არ აღიარებენ გარემოვაჭრეების უმძიმეს ეკონომიკურ გამოწვევებს და მათ მიერ დასმულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს მგრძნობელობის გარეშე ხვდებიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გარემოვაჭრეები, ისევე როგორც სხვა თვითდასაქმებულები ერთჯერადი, 300 ლარიანი დამხარებით კვლავ ისარგებლებენ,[1] თუმცა, გარემოვაჭრეებისთვის პრობლემას წარმოადგენს როგორც დახმარების გაცემის ბუნდოვანი პროცედურა ასევე მისი არასაკმარისობა, რამდენადაც ეს მხარდაჭერა ვერ ფარავს მათი ოჯახების სასიცოცხლოდ აუცილებელ მინიმალურ საჭიროებებსაც კი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სოციალური მხარდაჭერის პაკეტი ადეკვატურად ვერ უზრუნველყოფს შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულების რეალურ მოთხოვნილებებს. ამის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან არსებული შეზღუდვების დარღვევისათვის სანქციის სახით 2000 ლარი არის დაწესებული, რაც არსებული წესრიგის შენარჩუნების მიზნით შესაძლო სოციალური წინააღმდეგობის შეკავების რეპრესიულ და სახიფათო ფორმას წარმოადგენს. [2]
საზოგადოებისთვის ცნობილია რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრამდე შეიზღუდა თითქმის ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ქვეყნის დიდ ქალაქებში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება მხოლოდ დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე განხორციელდება.[3] დასახელებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად კი ქალაქ რუსთავში გარემოვაჭრეების ნაწილმა დღეს სამუშაო დახლები გაშალა და მუშაობა გააგრძელა,[4] ხოლო მათმა ნაწილმა საქმიანობის გაგრძელების ან სათანადო სოციალური დახმარების მიღების მოთხოვნით სამანქანო გზა გადაკეტა და საპროტესო აქცია გამართა.[5]
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
რუსთავის მუნიციპალიტეტს:
[1] http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=77890
[2] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 4210
[3] „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, მუხლი 6, 31 პუნქტი
[4] „რუსთავში გარემოვაჭრეებმა დახლები გაშალეს“ - 30.11.2020 წ. https://formulanews.ge/News/41219
[5] „შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებას ან ფულად დახმარებას ითხოვენ“ – 30.11.2020 წ. https://mtavari.tv/news/24504-shemosavlis-gareshe-darchenili-garemovachreebi
ინსტრუქცია