საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საჩივრით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს.
როგორც ცნობილია, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში დაყენებული არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რასაც პროკურატურა ამ დრომდე საქმეზე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობით და სპეცრაზმელისთვის ბრალის წარუდგენლობის მოტივით ამართლებდა. თუმცა, ვინაიდან ამ ეტაპისთვის საქმეზე უკვე ჩატარებულია ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და ცნობილია მათი შედეგები, EMC -იმ 2019 წლის 10 იანვარს, 17 თებერვალსა და 23 თებერვალს კვლავ მიმართა თბილისის პროკურატურას და ითხოვა მ. მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, მაგრამ კანონით გათვალისწინებული ვადების გასვლის მიუხედავად, პროკურატურამ განცხადებები ამჯერად საერთოდ უპასუხოდ დატოვა.
EMC მიიჩნევს, რომ პროკურატურისგან პასუხის მიღების ყველა გონივრული გზა ამოწურულია, რის გამოც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვს, დაევალოს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. სასამართლოში წარდგენილ საჩივარში EMC უთითებს, რომ
EMC მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად, აღადგინოს მალხაზ მაჩალიკაშვილის დარღვეული უფლება.
ინსტრუქცია