[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC: რუსთავის მერია კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას ხელოვნურად აფერხებს

rustavis-meria

საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 24 მაისს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის  ბატონ დავით ჯიქიას სახელზე რეკომენდაცია გასცა, რომელიც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სსიპ ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციისათვის მშენებლობის სანებართვო მოწმობის  გაცემის საკითხს შეეხება.

2013 წლიდან  კათოლიკური ეკლესია ცდილობს,  ქ. რუსთავში   მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითთმართველობისგან  მიიღოს კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის უფლება

ამ პერიოდის განმავლობაში, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია კათოლიკური ეკლესიისთვის ხელოვნური ბარიერებით, სწორი სამართლებრივი შეფასებების გარეშე, ცდილობს ხელი შეუშალოს რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას და ამ გზით ლოიალობა გამოავლინოს იმ რადიკალი რელიგიური დაჯგუფების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კათოლიკური ეკლესიის მშენებლობას.

მსგავსი ხელოვნური  ბარიერების შექმნით კათოლიკური ეკლესიას დაუსაბუთებლად ეზღუდება  რელიგიის თავისუფლება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსთავის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიის არარსებობის გამო, კათოლიკე მრევლს რელიგიური რიტუალების ჩატარება საცხოვრებელ სახლებში უწევთ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ   ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჯიქიამ, კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შემაფერხებელი გარემოებების განმარტებისას სახალხო დამცველის აპარატს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და კანონმდებლობის საპირისპიროდ განმარტა არსებული რეგულაციები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა  ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გასცა რეკომენდაცია  სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციაზე“  მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე, რათა მრევლმა შეძლოს რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია.

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს  საქართველოს სახალხო დამცველს მითითებული რეკომენდაციის განხილვისა და შესაბამისი შედეგების შესახებ.

მითითებულ საქმეზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში[1], ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ დავა მიმდინარეობს, სადაც კათოლიკური ეკლესიის ინტერესებს EMC-ის იურისტები იცავენ.

მითითებულ საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება დღეს, 6 ივნისს 17:00 საათზე სადაც მხარეები საპაექრო სიტყვებს წარმოთქვამენ, აღნიშნული ეტაპის შემდგომ კი, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“