საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ პანკისის ხეობაში მცხოვრები პირების სახელით, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხ.-ს, გიორგი კ.-სა და დავით ფ.-ს სისხლის სამართლის საქმეს. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 327 1 (ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება) და 328 (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ანტიტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ღია წესით ჩატარდა, თუმცა, მომდევნო სხდომებზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის ნაწილობრივი დახურვის შესახებ. 2015 წლის 24 ნოემბერს, მოსამართლემ ნაწილობრივ დახურა სასამართლო სხდომა და მხოლოდ პანკისის ხეობის ტერიტორიაზე დაბადებულ პირებს დაატოვებინა სხდომა. მიღებული გადაწყვეტილება სასამართლომ დააფუძნა პროკურატურის შუამდგომლობაში წარმოდგენილ არგუმენტს, რომ მიმდინარე პროცესზე იკითხებოდნენ პანკისში მცხოვრები მოწმეები, რომელთაც აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ უნდა მიეცათ ჩვენება და ხეობაში ბრალდებულის ავტორიტეტის გათვალისწინებით, პროცესის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრის პირადი უსაფრთოხების დაცვის მიზნით, აუცილებელი იყო პროცესის დახურვა. მოსამართლემ შეამოწმა დამსწრეთა პირადობის მოწმობები და სხდომის დატოვება მოსთხოვა მხოლოდ იმ ნაწილს, რომელთა მოწმობაშიც დაბადების ადგილად მითითებული იყო პანკისის ხეობის ტერიტორია.
EMC-ის მტკიცებით, მოსამართლემ სხდომის ნაწილობრივი დახურვის წესი უკანონოდ გამოიყენა და წინასწარ ჩამოყალიბებული, დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამოყენებით, დაბადების ადგილის (რაც არსებითად მათი ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური იდენტობის სპეციფიკას უკავშირდება) მიხედვით, ბლანკეტურად შეზღუდა პანკისში დაბადებული პირებისთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება. გადაწყვეტილების მიღების დროს, მოსამართლემ არ შეაფასა პროცესის მონაწილე პირების მიმართ მოსალოდნელი კონკრეტული საფრთხეები და არ მოახდინა შესაძლო რისკების დასაბუთებულობისა და გონივრულობის შემოწმება. სასამართლომ პროცესის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის რისკ-ფაქტორად პანკისის ხეობის მოსახლეობა მთლიანობაში, აბსტრაქტულად განიხილა და ამგვარი გენერალიზებით უფლებით სარგებლობის პროცესში პანკისში დაბადებული პირების დისკრიმინირება მოახდინა. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის მიმართ არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკისა და ისლამოფობიური წარმოდგენების გაგრძელებას და ხელს უწყობს პანკისში მცხოვრები მუსლიმების მარგინალიზებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში EMC ითხოვს:
ინსტრუქცია