საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC მიიჩნევს რომ რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, არღვევს სანებართვო პირობებს და მიმართავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები და შპს „ენკა რინიუებლზს“-ის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა.
შპს "ენკა რინიუებლზს" 2020 წლის 21 სექტემბრიდან, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსსადგურზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შესრულების უფლება აღარ გააჩნია. სათანადო მშენებლობის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაო კანონმდებლობის უგულებელყოფასა და სამართალდარღვევას წარმოადგენს. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, როგორც მშენებლობის ნებართვის გამცემი და სამშენებლო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს და აღკვეთოს უკანონო მშენებლობის პროცესი.
საზოგადოებისთვის ცნობილია რომ შპს „ენკა რინიუებლზს“ 2020 წლის 28 თებერვლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებამდე 25-მდე კვლევის შესრულება და წარდგენა დაევალა. შესაბამისი კვლევების არარსებობის მიუხედავად, 2020 წლის 22 აპრილს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიაზე პირობადადებული სამშენებლო ნებართვა მაინც გასცა. კომპანიას ამავე ნებართვით უფლება მიეცა ადგილზე არამხოლოდ მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები, არამედ ძირითადი რიგის მიწის სამუშაოებიც შეესრულებინა. თუმცა, ჩანაწერი, რომელიც კომპანიას აღნიშნული სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევდა, სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სამშენებლო ნებართვიდან ამოღებულია. შპს „ენკა რინიუებლზს“ დღეის მდგომარეობით ადგილზე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების უფლება აღარ გააჩნია.
მიუხედავად სანებართვო პირობების შეცვლის, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს წარმომადგენელთა საჯარო განმარტებებით ირკვევა, რომ ადგილზე დღეის მდგომარეობითაც მოსამზადებელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს.[1] საგულისხმოა, 2020 წლის 13 ოქტომბერს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა რომ ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობდა თუმცა, სააგენტოს არ უმსჯელია სამშენებლოს პროცესის უკანონო ხასიათზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით EMC დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართავს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შემდეგი მოთხოვნებით:
[1] „ნათია თურნავა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო“ – Palitranews.ge, 28.10.2020 წ. იხილეთ ლინკი - https://palitranews.ge/video/natia-turnava-namakhvanhesze-mimdinare-mosamzadebel-samushaoebs-gaetsno
ინსტრუქცია