[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC მალხაზ მაჩალიკაშვილის სუსში დაბარებას ეხმიანება

EMC ეხმიანება 5 მაისს, დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარების ფაქტს და საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ როგორც სუს-ის თანამშრომლებთან ჩვენი კომუნიკაციით გახდა ცნობილი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ნათესავი მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ჩვენთვის გაუგებარია შაბათს, დილით, დაკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე, რატომ მოსთხოვეს სუს-ის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე მისვლა და რატომ არ დაიბარეს ის გონივრულ ვადაში, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის გზით. ჩვენი მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ნათესავის მოწმედ დაკითხვა გადაიდო 2019 წლის 7 მაისს, 11 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით უკვე დაიკითხა 2018 წლის აგვისტოში. აქციაზე ვახა მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების დაუსაბუთებლობის შესახებ EMC რამდენიმეჯერ გააკეთა განცხადება.

შვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო დაწყებულ უფლებრივი ბრძოლის გზაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მუდმივად აწყდება სამართლებრივ და ემოციურ შევიწროებას და უფლებებისა და ღირსების უგულებელყოფას სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს შემთხვევაც ამ პრაქტიკის გაგრძელებაა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“