[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / განცხადება

დისკუსია ოზურგეთში

ადამიანის უფლებების სწავლებისადა მონიტორინგის ცენტრი (EMC), ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის სისტემისრეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს საჯაროდისკუსიების ციკლს ქალაქ ოზურგეთში, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება,ასევე მათი ჩართვა სისხლის სამართლის რეფორმაში.

პირველი საჯარო დისკუსია ჩატარდა ამა წლის 24 ივლისს, ხოლო მეორე გაიმართა 2013 წლის3 სექტემბერს. სამშაბათს ჩატარებული დისკუსიის თემა სასამართლო რეფორმას და მისი დამოუკიდებლობისგარანტიებს შეეხო. ამჯერად თემა იყო “მოსამართლის დამოუკიდებლობის გაძლიერება გრძელვადიანისასამართლო რეფორმის ფარგლებში”, მომხენებელი კი - გიორგი ბურჯანაძე - ევროკავშირისპროექტის ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა’’, უფროსი სამართლებრივიექსპერტი. დისკუსიას დაესწრენენ როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე სხვადასხვაორგანიზაციის თუ გაერთიანებების წარმომადგენლები. მომხსენებელმა ისაუბრა სასამართლორეფორმის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზედა სხვა. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნისიდეას. დისკუსიაში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება, რომელიც საკმაოდ ინფორმირებულიდა დაინტერესებული იყო ამ საკითხებით. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდაგანაჩენთა გადასინჯვის, სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების საკითხები და ხარვეზებისშემსწავლელი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შედეგები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გეგმავს კიდევ ერთ საჯარო დისკუსიის გამართვას ოზურგეთში.

EMC-მა რიგით მეორე დისკუსია გამართა ქალაქ ოზურგეთში

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“