საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
13 მაისს, 17:00 საათზე EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი დისკუსია ლაივში: "ლგბტქი ადამიანთა მდგომარეობა პანდემიის დროს"
მომხსენებლები:
მოდერატორი - ლიკა ჯალაღანია (EMC)
ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა კრიტიკული გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს მოსახლეობა და აჩვენა უთანასწორობის ის ხარისხი, რომელიც განსაკუთრებით მწვავე ფორმებით მოწყვლად მოსახლეობის მიმართ გამოვლინდა.
წლების განმავლობაში, ლგბტქი ადამიანები ექვემდებარებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან კვლავწარმოებულ უთანასწორო მოპყრობასა და სოციალურ გარიყულობას, არსებულმა კრიზისმა ჯგუფის წინაშე მდგარი გამოწვევები კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი ადამიანთა წინაშე მდგარი პრობლემები პანდემიამდეც არაერთხელ იყო არტიკულირებული ქვიარ აქტივისტებისა და ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მიერ, ამ პრობლემათა მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან არსებითი და ქმედითი ზომები არ განხორციელებულა, რომელიც მათ კულტურულ და სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს.
დისკუსია მიზნად ისახავდა ლგბტქი ადამიანთა წინაშე მდგარი მძიმე და გადაუდებელი საჭიროებების იდენტიფიცირება და სახელმწიფოს დღის წესრიგში მისი კრიტიკულ პერსპექტივით დაყენება.
ინსტრუქცია