[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

ბათომი და EMC ბულვარში ამბასადორის მშენებლობის საქმეზე ომბუდსმენს მიმართავენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, სახალხო დამცველს მიმართა ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციის გაცემის თხოვნით.

ბათომი და EMC მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს („სააგენტო“) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად და არსებით ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ბათუმის ბულვარს.

შეგახსენებთ, რომ „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა, რაც 4 სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა და რომელიც ამ ტერიტორიაზე მდგარი შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულ მახასიათებლებს უნდა მორგებოდა.

2021 წლის 21 იანვარს კი კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ნაცვლად 4 სართულიანი შენობისა, 19-სართულიანი (აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მიეცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.

EMC მიიჩნევს, რომ მოცემული ნებართვა გაიცა როგორც კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის მოთხოვნების, ასევე სამშენებლო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეში დარღვევებით და სახალხო დამცველს სთხოვს საკითხის შესწავლასა და ზოგადი რეკომენდაციების გაცემას, რათა მოხდეს ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და გადარჩენა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“