[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სხვა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ახალგორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ქ-ნ მიშელ ბაჩელეტს,

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ქ-ნ დუნია მიატოვიჩს,

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ბ-ნ ეიმონ გილმორს,

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ბ-ნ ტოივო კლაარს,

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ბ-ნ რუდოლფ მიხალკას,

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაეროს წარმომადგენელს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ქ-ნ ჯიჰან სულთანოღლუს,

Amnesty International-ის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელს, ქ-ნ ჯული ვერჰაარს,

Human Rights Watch-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბ-ნ კენეთ როტს, და

Freedom House-ის პრეზიდენტს, ბ-ნ მაიქლ ჯ. აბრამოვიცს.

გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი ვართ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისით და მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი ზიანისგან დავიცვათ.

მოგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სრულად იქნა დაკეტილი მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის. მათი უმეტესობა აღნიშნულ პუნქტს ყოველდღიურად, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სოციალური სერვისების მისაღებად იყენებს, აგრეთვე, ნათესავებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომლითაც დღეში საშუალოდ 400 ადამიანი სარგებლობდა, ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. უცნობია როდის მოხდება დაწესებული შეზღუდვის გაუქმება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას - როგორც ქართველებს, ისე ოსებს - საფრთხის წინაშე აყენებს. არაერთმა ახალგორელმა გადაადგილების აკრძალვამდე დატოვა საკუთარი სახლი და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე დარჩენილები კი, რომელთა რაოდენობა 1,000 ადამიანს აღწევს, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის, მათ შორის საკვების უკმარისობის და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე გაძვირებული ფასების პირისპირ აღმოჩნენ.

გადაწყვეტილება განსაკუთრებით ხანდაზმულებს შეეხო, აგრეთვე, სტუდენტებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. შეზღუდვამ უკვე იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე; ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო ახალგორის ათამდე მცხოვრები გარდაიცვალა. მათ შორისაა, სოფელ იკოთის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო.

დეკემბერსა და იანვარში, შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლებამ გადასასვლელით სარგებლობის უფლება შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს მისცა - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებსა და რამდენიმე ათეულ პენსიონერს. თუმცა, ეს ზომები დროებითი და არასაკმარისი აღმოჩნდა ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ბოლოდროინდელი შეზღუდვის დაწესებამდეც საკმაოდ სავალალო იყო. ახალგორის მოსახლეობა, ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის (აფხაზეთი) მსგავსად, დიდი ხანია განიცდის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გალისა და ახალგორის მოსახლეობის უფლებები თანდათანობით შეიზღუდა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, გადაადილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ისინი კი, ვინც შეზღუდვების წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, დე ფაქტო მთავრობების დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ამის კარგი მაგალითია ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარა მეარაყიშვილი, რომელიც შიშობს, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიმართ მის მიერ გამოთქმულმა ღია კრიტიკამ, შესაძლოა, საბოლოოდ მისი რეგიონიდან გაძევება გამოიწვიოს.

არცთუ ისე იშვიათია ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევებიც, მათ შორის, უკანონო პატიმრობა და სიცოცხლის ხელყოფა. ამას ადასტურებს დავით ბაშარულის (2014 წ.), გიგა ოთხოზორიას (2016 წ.), არჩილ ტატუნაშვილის (2018 წ.) და ირაკლი კვარაცხელიას (2019 წ.) გარდაცვალების საქმეები.

საფრთხე ემუქრება რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალების მიერ წარმოებული „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ადგილობრივებმა ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო, საძოვარი და სათიბი მიწა დაკარგეს. ყოველწლიურად ასობით ადამიანს აკავებენ წარმოსახვითი საზღვრის გადაკვეთისთვის. ამის კარგი მაგალითია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის მონახულების მიზნით გადასვლისას დააკავეს.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებელ ქმედებას მოითხოვს.

შესაბამისად, მოგიწოდებთ გაზარდოთ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა.

ასევე, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა საჭირო ზომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მისაწოდებლად.

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • მწვანე ალტერნატივა
  • ევროპის ფონდი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“