[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე

შეშფოთებას გამოვთქვამთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის გამო.ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ემსახურებიან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერას და ევროპული ტიპის სახელმწიფო მართვის სისტემების შექმნას.

2014 წლის 1 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციები “ქვეყნის იმიჯის შერყევაში” დაადანაშაულა და მათ საქმიანობას “ძირგამომთხრელი” უწოდა, რაც გახდა საფუძველი პოლიტიკოსთა მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა და ქმედებებისა.

2015 წლის 26 იანვარს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის, ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებზე მაკომპრომატირებელი მასალის გამოქვეყნება.

მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს. აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს.

ხელისუფლების წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან.

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)2. საფარი3. კონსტიტუციის 42-ე მუხლი4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)5. იდენტობა6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)7. ადამიანის უფლებათა ცენტრი8. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)10. ტოლერანტობის და განვითარების ინსტიტუტი (TDI)11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)12. საქართველოს წამების მსხერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)13. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)15. ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი16. სტუდიამობილი - აქცენტი მოძრაობაზე17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)18. გენდერული სამართლიანობა19. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი20. ადამიანის უფლებათა სახლი (HRH)21. ლგბტ საქართველო22. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი24. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)25. ნაბიჯი-ხარაგაული26. მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი”27. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი28. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი29. დუშეთის განვითარების ფორნდი30. ბორჯღალი31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი32. დემოკრატიის ინსტიტუტი33. ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში34. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი35. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია36. ინდიგო37. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი38. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი39. უკეთესი მომავლისთვის40. დემოკრატ მესხთა კავშირი41. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“42. სტეფანწმინდა43. კავშირი „დემოსი“44. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი45. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი"46. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“