საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 68
გამოცემის წელი: 2014
მკვლევრები: 
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით, ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა - „არაეთიკური ნარკოპოლიტიკა - ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“ - შეეხება ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის კვლევას. დეკლარირებული ნარკოპოლიტიკის ანალიზის გარდა, კვლევაში მიმოხილულია ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკის ბოლო ტენდენციები(2012-2013 წლების სასამართლო განაჩენები).
კვლევამ ცხადყო, რომ სახელმწიფო დღემდე ატარებს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია არა რეაბილიტაცია-მკურნალობაზე, არამედ დასჯაზე, რაც თავის მხრივ, გარდაუვლად იწვევს, წამალდამოკიდებულთა საზოგადოებისგან სრულ იზოლირებას, ხანგრძლივი დროით და ამ სოციალური ჯგუფის მარგინალიზებას. ამის მაგალითად კვლევაში განხილულია სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის გაწეული ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდებოდა წამალდამოკიდებულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა, ის ბევრად ჩამოუვარდება ნარკომომხმარებელთა დაჯარიმებით მიღებულ თანხას. მაგალითისთვის, 2008-2009 წლებში ჯარიმებით მიღებულმა თანხამ 44 მილიონ-ნახევარი შეადგინა, ხოლო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა 2 მილიონი ლარი იყო.
ნარკოპოლიტიკის არაერთიკურობის დემონსტრირების მიზნით, კველვაში განხილულია ე. წ „5 დეკემბრის ბრძანება,“ რომელიც ექიმის ავალდებულებს, აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მოყვანის შესახებ. ასეთი ბრძანების პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი (და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები), რომელიც ზედოზირების გამო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, დგას თვითგათქმის ან სიცოცხლის გადარჩენის არჩევანის წინაშე.
კვლევამ აჩვენა, რომ საპოლიციო მეთოდების ნაწილი, რომელსაც სისტემა წამალდამოკიდებულებას უპირისპირებს სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშეა დარჩენილი. ამის დასტურად, კვლევაში განხილულიანარკოლოგიური შემოწმების მიზნით პირის შეჩერებისა და ნარკოტესტირებისსრულიად ბუნდოვანი მექანიზმი. პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ნარკოლოგიური შემოწმებისათვის პირის შეჩერების ფაქტობრივ საფუძველს პოლიცია სუბიექტურად განმარტავს. მაგალითისთვის, კველვაში განხილულია 2007-2012 წლების სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ნარკოლოგიური შემოწმებისთვის შესაბამის დაწესებულებებში წარდგენილი 216 215 პირიდან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა მხოლოდ 78 501 მათგანს.
კვლევაში ასევე განხილულია არაპროპორციული და უსამართლო სანქციების საკითხი, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისგან მკაცრად არ მიჯნავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გასაღების ფაქტს.კვლევაში ასევე წარმოდგენილია პრაქტიკის ანალიზის შედეგები, მათ შორის, ისეთი პრობლემატური ასპექტები, როგორიცააოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარების, ასევე დევნის დაწყების ფაქტები,ასევე, განსაკუთრებით მცირე (უმნიშვნელო) ოდენობის ნარკოტიკულისაშუალებისაღმოჩენის დროსსისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფაქტი.
კვლევის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციები საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლებისათვის, რომლის შესახებაც, დაწვრილებით შეგიძლიათ კვლევის სრულ ვერსიაში იხილოთ.
ინსტრუქცია