[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კიდევ უფრო რეპრესიული ხდება

ფოტო: ამერიკის ხმა

26 აპრილს პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ. ინიცირებული პროექტით, ადმინისტრაციული წესით პირის დაკავების ვადა 48 საათამდე იზრდება და კიდევ უფრო მკაცრდება სანქცია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის. აღნიშნული ცვლილებები სრულად უგულებელყოფს წლების განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციების და უფლებადამცველების მხრიდან მოთხოვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის საჭიროებას, ამის ნაცვლად კი კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის.

ინიცირებული პროექტი ამძიმებს პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის. ცვლილებით წვრილმანი ხულისგნობის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმა კი, 1000-დან 2000-მდე იზრდება. ხოლო ქმედების განმეორებითი ჩადენა 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობით 10 დღიდან 15 დღემდე ვადით ისჯება. ამასთან, შემოთავაზებული ცვლილება მოსამართლეს უზღუდავს უფლებას, უარი თქვას პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე და ამის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით შემოიფარგლოს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მეორე მხრივ კი, ეფექტიანი, შემაკავებელი ზომების მიღებას სამართალდარღვევების თავიდან ასარიდებლად. დაკავების ვადასთან დაკავშირებით შემოთავაზებული კანონპროქტი ფომალურად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რადგან ახალი რედაქციით დაკავების ხანგრძლივობა აღარ განასხვავდება იმის მიხედვით, პირის დაკავების ვადის ამოწურვა ემთხვევა სამუშაო თუ არასამუშაო დღეს. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ზოგადად 12 საათიან ვადამდე შემცირებულიყო იმ პირთა დაკავების ვადის ხანგრძლივობაც, რომელთა დაკავების ვადის ამოწურვაც ემთხვევა არასამუშაო დღეს, დაკავების ვადა ყველა შემთხვევისთვის გაიზარდა 48 საათამდე. ეს მიდგომა, ცალსახად წარმოადგენს მოქალაქეების უფლებების გაუარესებას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღემდე არ არსებობს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ქვეყანაში საბჭოთა პერიოდიდან მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული საკანონმდებლო აქტია, რომელიც ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს აშკარად ვერ პასუხობს. კოდექსი სათანადოდ ვერ იცავს მოქალაქეს სამართალდამცავის თვითნებობისგან და სამართალწარმოების პროცესში მოქალაქე არ არის დაცვის საკმარისი მექანიზმებით აღჭურვილი. სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მტკიცების სტანდარტების დარღვევით, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღება. აღნისნული კი აბსოლუტურად გამორიცხავს და უგულებელყოფს დაცვის მხარის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გასათვალიწინებელია, რომ პრაქტიკაში ეს მუხლები ყველაზე ხშირად შეკრებების და მანიფესტაციების დროს გამოიყენება - სამართალდამცავები, კონკრეტული საფრთხის ლოკალიზების თუ არიდების მიზნით, სწორედ აღნიშნული მუხლების დარღვევის საფუძველზე აკავებენ ხოლმე დემონსტრანტებს.

წლებია, სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად ითხოვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას ქვეყანაში. თუმცა, სახელმწიფო რეფორმაზე მუშაობის დაწყების ნაცვლად, ინტენსიურად იყენებს რეპრესიულ კანონმდებლობას მოქალაქეების წინააღმდეგ და კიდევ უფრო ამკაცრებს კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. გასათვალისწინებელია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი ყველაზე პრობლემური მუხლი უკვე მეორედ მკაცრდება. პასუხისმგებელობა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელისადმი დაურმოჩილებლობისთვის, თავდაპირველად 2018 წლის ცვლილებებით გაიზარდა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თავისი არსით წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ქმედებას, ვიდრე სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. ამის მიუხედავად, შემოთავაზებული ცვლილება, მტკიცებულებითი სტანდარტის გაუმჯობესების გარეშე, ზრდის სანქციას განმეორებით სამართალდარღვევისთვის 4500 ლარამდე, რაც, მაგალითად სისხლისსამართლებრივი ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ჯარიმის მინიმალურ ოდენობას (2000 ლარი) ორჯერ აღემატება. ამავდროულად, 48 საათიანი დაკავების ზომის გამოყენება პირის თავისუფლების უფლებაში ინტენსიურ და არაპროპორციულ ჩარევად უნდა ჩაითვალოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ერთის მხრივ, პასუხისგებაში მიცემულ პირს აღჭურვავს უფრო დაბალი პროცესუალური სტანდარტებით და სახდელის დასაკისრებლადაც განსაზღვრავს დაბალ მტკიცებით სტანდარტს, ვიდრე ეს სისხლის სამართლის პროცესი ადგენს. ამავდროულად, კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მკაცრ რეპრესიულ მექანიზმებს, როგორიცაა 48 საათის განმავლობაში პირის ადმინისტრაციული დაკავება.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაკავების ვადის გონივრულობას აფასებს დაკავების საფუძვლების მიხედვით. მაგალითად, მაშინ, როდესაც პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძლიანი ეჭვის არსებობის დროს შესაძლოა პირის შედარებით ხანგრძლივი დაკავება გამართლდეს სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების საჭიროებით, სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციის მიზნით დაკავებული პირის გათავისუფლების ვადა არ უნდა აღემატებოდეს რამდენიმე საათს.

ამის საპირისპიროდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული დაკავების 48 საათიან ბლანკეტურ ვადას, განურჩევლად იმისა, თუ რა საფუძლით ხდება პირის დაკავება, რაც, ზრდის პირის თავისუფლების უფლების თვითნებური და მომეტებული შეზღუდვის რისკებს. მაგალითად, შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, პირი შესაძლოა 48 საათით იქნეს დაკავებული მხოლოდ მისი იდენტიფიცირების ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მიზნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საფუძვლებით პირის 48 საათით დაკავება აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომაა.

აღნიშნული ცვლილებები კიდევ ერთხელ გამოხატავს სახელმწიფოს უუნარობას და მის მიდგომებს სოციალური კრიზისების მართვის მიმართ. იმ პირობებში როცა, სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივ ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს რეპრესიულ და სადამსჯელო კანონმდებლობას. აღნიშული ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება პოლიტიკური გამოხატვისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქმის განხილვის კოდექსით დადგენილი პროცედურული ნაწილი არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს და შეიცავს უფლებებში არაპროპორციული, არათანაზომიერი ჩარევის საფრთხეს, კიდევ უფრო მეტად იზრდება საპოლიციო თვითნებობის და მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების უსაფუძვლოდ გამოყენების რისკები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ინიცირებულ ცვლილებებს და სანაცვლოდ, დროულად დაიწყოს მუშაობა სამართალდარღევავათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“