საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: თამთა მიქელაძე
გვერდების რაოდენობა: 124
გამოცემის წელი: 2020
მკვლევრები:  სოფო ზვიადაძე
წარმოგიდგენთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს: "აჭარის ხილული და უხილავი საზღვრები"
კვლევა ეხება სხვადასხვა ისტორიული ტრანსფორმაციის დროს, აჭარასთან დაკავშირებული გაბატონებული წარმოდგენების, ქართველი მუსლიმების საჯაროობაში დანახვისა და პოლიტიკურ და კულტურულ დონეებზე ისლამის რეპრეზენტაციას. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, კომპაქტურად ცხოვრობენ და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უმრავლესობას წარმოადგენენ, მათი რელიგიური იდენტობა კულტურის პოლიტიკაში და ყოველდღიურობაში გაუჩინარებულია. ეს მიდგომა და მაღალმთიან აჭარაში მართლმადიდებელი ეკლესიის ინდოქტრინაციული პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა დროს, ღიად თუ არაპირდაპირ მხარდაჭერილი იყო ხელისუფლებების მიერ, მუსლიმ თემში გაუცხოებას იწვევს. ამის მიუხედავად, თემში ჩანს მოქალაქეობაში ჩაწერის და სამოქალაქო და დემოკრატიული გზებით საკუთარი უფლებების და ღირსებისთვის ბრძოლის ქვემოდან ორგანიზებული საინტერესო პროცესი, რომელიც მაგალითად, ბათუმში ახალი მეჩეთის მოძრაობაში გამოვლინდა.
ინსტრუქცია