[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

30 აპრილი - 1 მაისის აქციის დარბევის სამართლებრივი შეფასება

2024 წლის 30 აპრილს და 1 მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.ქვემოთ მიმოხილული იქნება დეტალები.

  • აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება:

აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო 2 საფუძვლით: (1) არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი; (2) ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.

დაცულია ნებისმიერი შეკრება, რომელიც არ არის ძალადობრივი ან მისი მონაწილეები არ აპირებენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას. მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაცულია, მათ შორის, პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მაშინ, როდესაც შეკრების მონაწილეებს არ ჩაუდენიათ და არც გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს და, თავის მხრივ, შეკრება სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ვინაიდან, შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზნები მშვიდობიანი იყო, დაცულია მათი გამოხატვისა და შეკრების უფლება, მით უფრო, რომ პარლამენტში კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულებული იყო, და, საპარლამენტო სამუშაო პროცესს ხელი არ ეშლებოდა. ამასთან, შესასვლელებთან აქციის მონაწილეების დაშლის საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს ვერ იქნებოდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა, რადგან მცირე ჯგუფთან დაკავშირებული სადავო გარემოებები, ავტომატურად არ აქცევს სხვაგვარად მშვიდობიან აქციას არამშვიდობიანად.

  • აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება:

საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები.

სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. 23:37 საათზე, ხმოვანი გაფრთხილების გაჟღერებს პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, ისე, რომ Აქციის მონაწილეებს არ მიეცათ გონივრული ვადა გაფრთხილებაზე რეაგირებისთვის. Სპეციალური დანიშნულების რაზმი აგრძელებდა წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების პარალელურად ან გაფრთხილებიდან რამდენიმე წამის ინტერვალით. Გაფრთხილება არ უძღოდა წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას (23:21). Რაც შეეხება რეზინის ტყვიების გამოყენებას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი ჟურნალისტთან საუბრისას (ტვ პირველი, 01:41) საერთოდ უარყოფდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს, მიუხედავად მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენებას ადასტურებს.

Საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს (ტვ პირველი, 02:57) და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან ასხურებდნენ წიწაკის სპრეის. დამიზნებით ისროდნენ, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც. ყოველივე ეს სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს დ სტანდარტებს არღვევს. Სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთდროულად იყენებდა რამდენიმე სპეციალურ საშულებას, მათ შორის წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

საშუალებების გამოყენების სტანდარტს არღვევს, ასევე, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი თავისუფალი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად. მიუხედავად ამისა, პარლამენტის უკან მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს, აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე, რათა დაეტოვებინათ ის ტერიტორია, რომელზეც საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და ფიზიკურ ძალას იყენებდნენ. ასევე, Საპროტესტო აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აქციის დარბევის საწყის ეტაპზე მმობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფების რაოდენობა დაშავებულთა რაოდენობასთან შედარებით, არაპროპორციულად დაბალი იყო.

  • აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა

გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ.

კერძოდ, გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალებით, ასევე, აქციაზე მყოფი პირების ინფორმაციის თანახმად, ხალხის დარბევისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი არასათანადო მოპყრობის ფაქტი: გინება, ცემა, სახეში გარტყმა, მოქალაქის ალყაში გატაცება და მისი უმოწყალოდ ცემა, დაწოლილი მოქალაქის თრევა. ხაზგასასმელია, რომ მსგავსი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები და ბავშვები, საქართველოს პარლამენტის წევრები (ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი), ჟურნალისტები. აქციის მონაწილეთა დევნა გაგრძელდა მეტროშიც.

  • აქციის დარბევისას ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავება

მიმდინარე აქციის ფარგლებში საპოლიციო ძალების წარმომადგენლები აგრძელებდნენ უკანონო დაკავებების პრაქტიკას. ამ აქციაზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, დაკავებისას, პოლიციის კორდონში მოქცევამდე და მას შემდეგ კი, ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე. საყურადღებოა, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკად სცემეს.

1-ლ მაისს, 10:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 63 პირი. Ამ ეტაპისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შემოსულია ინფორმაცია 50-ზე მეტი დაკავებული პირის შესახებ. ჩვენ უკვე მოვინახულეთ 15-ზე მეტი დაკავებული, რომელთა უმრავლესობა არის ნაცემი, რაც მიუთითებს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა. არც ამჟამად გვაქვს ინფორმაცია ყველა დაკავებულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რამდენიმე მათგანის შესახლება იზოლატორებში ახლაც მიმდინარეობს.

მოვუწოდებთ:

  • ქართულ ოცნებას, უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: მოახდინოს მყისიერი რეაგირება, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება. არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე
  • სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • უფლებები საქართველო (RG)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საფარი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“