საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: On.ge
15 აპრილს ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია უსაფუძვლოდ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ და ადმინისტრაციული დაკავებებით ცდილობდა საპროტესტო მუხტის დასუსტებას. სამართალდამცავთა მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უსაფუძვლო ჩარევას და ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენება ზრდის ვითარების ესკალაციისა და ფიზიკური დაპირისპირების რისკებს.
გუშინ, 15 აპრილს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მშვიდობიანი პროტესტი ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მთელი დღის განმავლობაში არ გაცდენია კანონის ფარგლებს, პოლიციამ საღამოს პერიოდში (21:43-დან) რამდენჯერმე გააფრთხილა მონაწილეები აქციის დაშლის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დააანონსდა შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება მანიფესტანტების წინააღმდეგ. აგრეთვე, როგორც სამინისტრო აცხადებს, ჯამში 14 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გამოყენების შედეგად მიიღეს.
გუშინდელი დღე სახიფათო ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები არსებითად მშვიდობიანი შეკრებების დროს იყენებენ ჭარბ შემზღუდავ ძალას და ხდება მონაწილეთა მასობრივი დაკავება. ამ გზით ხელისუფლება ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.
პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ უკანონო მოწოდებები აქციის დაშლის თაობაზე და ადმინისტრაციული დაკავებები არათუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება, არამედ ზრდის ვითარების ესკალაციის და აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირების რისკებს. ამით კი პოლიცია არსებით საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობასა და წესრიგს. ერთი მხრივ, პარლამენტში საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვის გატეხვით ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი, მეორე მხრივ კი მშვიდობიან აქციებზე გამოყენებული საპოლიციო თვითნებობა და მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების უსაფუძვლო გამოყენება ძირს უთხრის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სტაბილურობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
ინსტრუქცია