საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC-ის იურისტი, სოფო ვერძეული ბექა წიქარიშვილისთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ მართლმსაჯულების სისტემის კრიზისისა და რეპრესიების შესახებ საუბრობს.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო სისტემას კარგად არ ესმის, ვის სჭირდება საზოგადოებისგან იზოლაცია და ვის – არა:
“ბოლო პერიოდში იმდენად ურთიერთგამომრიცხავი შედეგები დგება სასამართლო განხილვის დროს, რომ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ესმის თუ არა სასამართლო სისტემას, ვის უნდა გაუკეთოს საზოგადოებისგან იზოლაცია.
ბექა წიქარიშვილი, რომელმაც ახსნა თავისი ქმედება, აღიარა, ასევე, მან დაუკავშირა თავისი ეს ქმედება იმ უსამართლობას, რომელიც გუშინდელ სხდომაზე ბახალას მიმართ დფიქსირდა, ამის მიუხედავად, სასამართლომ სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო და 14 დღით იზოლაციაში აქცევს ბექა წიქარიშვილს, რომლის მიმართაც არანაირი ეჭვები, რომ ის სახიფათოა საზოგადოებისთვის, არ არსებობს,”- ამბობს სოფო ვერძეული.
მისივე თქმით, როგორც გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას), ასევე ბექა წიქარიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლო სერიოზული კრიზისისკენ მიდის:
“ბოლო დღეების გადაწყვეტილებები მიანიშნებს, რომ ძალიან სერიოზულ კრიზისში შეჰყავს მართლმსაჯულების სისტემას თავისი თავი. როგორც გუშინდელი გადაწყვეტილება, ასვეე დღევანდელი, ბექა წიქარიშვილის გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ რეპრესიის გზით შეუძლია უპასუხოს იმ საზოგადოებრივ პროტესტს, დაგროვილ უკმაყოფილებას, რომელიც არის სრულიად ლეგიტიმური და უკავშირდება იმ ღრმა კრიზისებს, რომელიც არის ნარკოპოლიტიკაში, რომელიც არის სასამართლო სისტემაში და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სისტემა ვერ იაზრებს, რომ ამ უკმაყოფილებაზე რეპრესიით პასუხი უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს ქვეყანაში,”- ამბობს სოფო ვერძეული.
ინსტრუქცია