[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / მედია

ტრაგედია მინდელის შახტში და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა

EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე საუბრობს ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ და იმ ეკონომიკური პოლიტიკის მძიმე შედეგებზე, რომელსაც სახელმწიფო ატარებს.

„კანონმდებლობასა და პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი ჩავარდნები. მთელი ეს დღეები ჩვენ სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ და ეს არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სრულიად გამორიცხავს ადამიანების სოციალურ კეთილდღეობას, მათ თანასწორობას და მეტიც, ის ქმნის, აღრმავებს და აწარმოებს უთანაწორობას. ტყიბული არის მაგალითი, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს სადამდე შეიძლება ჩვენ ამან მიგვიყვანოს. ამიტომ ჩვენ კანონმდებლობაზე ვერ ვილაპარაკებთ. სამართალი აქ არის უძლური. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს ხედვა, არ აქვს ნება, რომ შეცვალოს ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს და თქვას, რომ ეს პოლიტიკა არ მუშაობს, ის არ არის პოლიტიკა, რომელიც ადამიანებზე არის მიმართული და ის იწვევს ადამიანების ფიზიკურ განადგურებას".

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“