საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამთა მიქელაძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა ტერორიზმში ბრალდებით დაკავებულთა და ლიკვიდრებულთა საქმეებსა და მათი მიმდინარეობის პროცესში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. თამთა მიქელაძე სახელმწიფოს მიმართ სვმას არაერთ კითხვას. პირველი შეეხება "თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ლეტალური ძალის აუცილებლობისა და პროპორციულობისა და მისთვის დროული სამედიცინო დახმარების გაწევის პრობლემას". თამთა მიქელაძე, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა პანკისის ხეობისა და მოსახლეობის საფრთხის წყაროდ სტერეოტიპიზაციის პრობლემაზე და თვლის, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პანკისელებთან მეტ კომუნიკაციასა და მათ ინტეგრაციაზე ზრუნვა. თამთა მიქელაძე პრობლემურად თვლის იმასაც, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, რაც მას (დაცვის მხარეს) არ აძლევს საპროცესო უფლებების გამოყენების საშუალებას. რაც შეეხება 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ოპერატიულ ვიდეომასალას, თამთა მიქელაძის შეფასებით, ის არ არის საკმარისი საფუძველი თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობის ან მხარდაჭერის მტკიცებისთვის. EMC-ს იურისტი გამოყოფს სუს-ისთვის "უკიდურესად ფართე და უკონტროლო ძალაუფლების და კომპეტენციების მინიჭების პრობლემას". ის თვლის, რომ ამ უწყების კომპეტენციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოის და ქმნის უკონტროლო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უკიდურესად მაღალ რისკებს.
ინსტრუქცია