რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით? - ამ საკითხზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი საუბრობს.
დღეს, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები გამოეხმაურნენ შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მექანიზმის შექმნის ფაქტს და მოუწოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას გაატაროს მაქსიმალური ღონისძიებები აღნიშნული ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი შემდგომი დახვეწისთვის.