[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / მედია

მოსმენების დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა

EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე საუბრობს მოსმენების დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნასთან დაკვშირებით. ►„ევროპის ბევრ ქვეყნაში გავრცელებული მოდელი შემდეგნაირია:

უსაფრთხოების სამსახური თუ სხვა საგამოძიებო უწყება შუამდგომლობით მიმართავს და ინფორმაციის გამოთხოვა ხდება სერვისის მიმწოდებელი პროვაიდერი კომპანიისგან. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ასეთი ყოფილიყო მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი ან ინტერნეტ პროვაიდერები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული სერვის პროვაიდერების მხრიდან მსგავსი ტიპის ინფორმაციის დამუშავება და მინდობა შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო უსაფრთხოების მიზნებისთვის, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავება/მიწოდება დამოკიდებული ყოფილიყო არა სერვის პროვაიდერზე, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებაზე, რომელიც ითანამშრომლებს პარლამენტთან. კონცეფციის თანახმად, სააგენტო იქნება წმინდად სერვისის მიმწოდებელი ორგანო, რომლისთვისაც სასამართლოს დადგენილება საკმარისი იქნება და თუ კი ინფორმაციის გაცემის გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, ამ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილების გარეშეც მიაწვდის სააგენტო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურებს. ამ სისტემის არსი არის, ის რომ უსაფრთხოების სამსახურს არ ქონდეს პირდაპირი წვდომა მოსმენებზე თუ სხვა ტიპის ინფორმაციის დამუშავებაზე."

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“